სტიქიის ღამე ბათუმში: წყალდიდობა შემდეგ ძლიერმა ქარმა ნგრევა გამოიწვია - Palitra News

სტიქიის ღამე ბათუმში: წყალდიდობა შემდეგ ძლიერმა ქარმა ნგრევა გამოიწვია

2017-10-17 10:28:58+04:00

წყალდიდობა შემდეგ აჭარაში ნგრევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ბათუმში რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა დააზიანა. მოგლეჯილია სახურავის ნაწილი, რომელიც ქუჩაში გადავარდა. ამჟამად ტერიტორია ამკრძალავი ლენტით არის შემოფარგლული. სინოპტიკოსების თქმით, ბათუმში დღის ბოლომდე უნდა გამოიდაროს.