ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები და ახლობლები.ლიკა ქავჟარაძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ.
მსახიობი 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ქართველი მსახიობი , რომელსაც ყველაზე დიდი აღიარება თენგიზ აბულაძის ,,ნატვრის ხეში” შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა, ერთ კვირაში პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. დეკემბერში კი მისი სახელობითი ვარსკლავი უნდა გახსნილიყო.
იხილეთ:
"გედია" და "შეთე" "მარიტას" პანაშვიდზე - სასცენო პარტნიორების გამომშვიდობება "ნატვრის ქალთან"
"მთელი საქართველო ტირის, მეც მეტირება" - კახი კავსაძემ ლიკა ქავჟარაძეზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავაბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე