უსაფრთხოებისა და კომფორტულობის თვალსაზრისით, ყველაზე კარგი უჟანგავი მეტალის ქვაბები და ტაფებია. მთავარია ისინი ხარისხიანი იყოს. მე გასწავლით როგორ აარჩიოთ კარგი უჟანგავი მეტალის ჭურჭელი. პირველ რიგში იცოდეთ საუკეთესო უჟანგავი მეტალის ჭურჭელს ფსკერზე უნდა ეწეროს 18/10, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში 18 პროცენტი ქრომი და 10 პროცენტი ნიკელია. ხშირია შემთხვევები, როდესაც არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ჭურჭელზე აღნიშნულ ციფრებს უთითებენ, თუმცა ის სხვა შემადგენლობისაა, ამ ფალსიფიკაციის გამოვლენa უმარტივესია, უბრალოდ ყიდვისას თან მაგნიტი იქონიეთ.