ბოტიჩელის "ვენერა" უკვე საქართველოშია - უნიკალურ ექსპოზიციას ეროვნული გალერეა 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით მოესწრება - Palitra News

ბოტიჩელის "ვენერა" უკვე საქართველოშია - უნიკალურ ექსპოზიციას ეროვნული გალერეა 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით მოესწრება

2017-10-04 11:13:19+04:00

ბოტიჩელის "ვენერა" უკვე საქართველოშია. ნამუშევრის ინსტალაცია ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში უკვე დასრულდა. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, უმასპინძლებს. ექსპოზიციები რომლებსაც აერთიანებს სახელწოდება - "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე". კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება. პროექტი საქართველოში იტალიის საელჩოს ასევე, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის კოორდინაციით შედეგია.