პროკურორი - რჩეულიშვილისა და კერვალიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების საკითხი დაზარალებულების პოზიციის დაზუსტების შემდეგ გადაწყდება - Palitra News

პროკურორი - რჩეულიშვილისა და კერვალიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების საკითხი დაზარალებულების პოზიციის დაზუსტების შემდეგ გადაწყდება

2017-09-28 15:23:31+04:00

მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების საკითხი დაზარალებულების პოზიციის დაზუსტების შემდეგ გადაწყდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა. ბრალდების მხარე "ცენტრ პოინტ ჯგუფსა" და კონკრეტულ ინვესტორს შორის მოლაპარაკების პროცესში არ ერევა და შესაბამისად არ აქვს რაიმე ინფორმაცია, კომპანიის გაყიდვის შესახებ.