ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორაციით, ქალაქ ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ცესკოში აღნიშნავენ, რომ ეს ინციდენტი არ იქონიებს ზეგავლენას საუბნო საარჩევნო კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაზე. მათივე ცნობით, მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ გარდაბნის #31 საუბნო საარჩევნო კომისიაშიც დაფიქსირდა.როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიუღებელია ასეთი ძალადობრივი ქმედებები და იმედს იტოვებენ, რომ აღნიშნული ინციდენტები წარმოადგენს იზოლირებულ, დაუგეგმავ ერთეულ შემთხვევებს და არ მიიღებს საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ სისტემურ ხასიათს.