თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში თანხის გადახდის ფორმები იცვლება. ნაღდი ფულით გადახდა პლასტიკურმა ბარათებმა ჩაანაცვლა, ეს უკანასკნელი კი ციფრულ ბარათში ინტეგრირდა. Bee ეს არის ყველაზე პატარა და უსაფრთხო ბიომეტრიული გადახდის საშუალება რომელსაც 20 მდე პლასტიკური ბარათის, იქნება ეს სახელფასო, სპორტული დარბაზის წევრობის თუ სასაჩუქრე, შენახვა შეუძლია. როგორც ამბობენ, ბარათი შეიცავს სპეციალურ უსაფრთხოების ჩიპს. გარდა ამისა, ის არის გაცილებით მოსახერხებელი, ყველაზე დაცული და ამავდროულად კომფორტული, მძიმე და არაკომფორტული საფულეებისგან განსხვავებით. მას ასევე მოყვება მობილური აპლიკაცია BeeHive, რომლის მეშვეობით თქვენ მართავთ თქვენს ბარათებს, აკონტროლებთ ხარჯებს და ბიუჯეტს. ხელსაწყოს შემქმნელების თქმით, თქვენ არ გჭირდებათ ტერმინალზე ბარათის გატარება და სპეციალური კოდის აკრეფა, საკმარისია ჩიპის სენსორზე თითის ანაბეჭდი დააფიქსიროთ და ტრანზაქცია შესრულდება. Bee- ის მიმაგრება შეგიძლიათ ისევე როგორც გასაღებზე, ტანსაცმელზე, ქამარზე, ასევე სამაჯურზე. მას აქვს მინიმალისტური დიზაინი, მსუბუქია და კომპაქტური. მისი გამოყენება მხოლოდ თქვენი თითის ანაბეჭდით შეიძლება, ამრიგად თქვენ დაცული ხართ უცო პირის მიერ თქვენი ბარათების გამოყენებისგან. აპლიკაციას 3 თითის ანაბეჭდის რეგისტრაცია შეუძლია, შესაბამისად მისი მოხმარება თქვენს უახლოეს ადამიანებსაც შეუძლიათ.