კომპანიამ "ქართული დაფნა" საკუთარი პროდუქცია ქუვეითში, კორეასა და ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანა. კომპანია 2014 წელს იუესაიდისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით დაარსდა. კომპანია აღჭურვილია ენერგოეფექტური მაღალი წარმადობის საშრობი დანადგარებით, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული დასუფთავების, დახარისხების და შესაფუთი მანქანებით და მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიით.