რამდენიმე დღეში პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. პროცესი, რომელსაც თბილისის მერმა „ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი“ უწოდა, სამ თვეს გაგრძელდა და ამ ხნის მანძილზე თქვენ თავადვე იყავით მომსწრე როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები. ბევრ თქვენგანს ალბათ, დისკომფორტიც შეუქმნა ქალაქის ერთ-ერთ მთავარი ქუჩაზე თვეების მანძილზე მოძრაობის პარალიზებამ. რა გაკეთდა სამ თვეში პეკინის ქუჩაზე, როგორი იქნება რეაბილიტირებული ქუჩა და დარჩება თუ არა ცალმხრივი - "დღის თემაში"პეკინის ქუჩიდან ჟურნალისტი ნარიტა ჩხაიძე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად საუბრობს.