რა ვითარებაა ხულოში შავნაბადას მთაზე, სადაც ხანძრის სალიკვიდაციოდ დამატებითი გზა გაყავთ - Palitra News

რა ვითარებაა ხულოში შავნაბადას მთაზე, სადაც ხანძრის სალიკვიდაციოდ დამატებითი გზა გაყავთ

2017-09-06 10:42:42+04:00

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. ვერტმფრენი და ცოცხალი ძალა ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობს. საგანგებო შტაბში დილიდან სხდომა გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობდა. როგორც პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის სალიკვიდაციოდ დამატებითი გზის გაყვანა მიმდინარეობს. მისივე თქმით, დღეს სტიქიის ზონაში მეორე ვერტმფრენიც იმუშავებს.