მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ - ამ რეპლიტიკით მიმართა მოსამართლეს მამა გიორგი მამალაძის განაჩენის გამოცხდების შემდეგ დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ. მან სასამართლო სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. თორნიკე მამალაძემ კომენტარი მედიასთანაც გააკეთა და მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი "ქართული ოცნების" დავალების შესრულებაში დაადანაშაულა. ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.დეკანოზი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-ძენახვაში.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.