ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრარს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობს - ტრანსპორტისთვის კი სპეციალური გზის გაყვანა მიმდინარეობს - Palitra News

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრარს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობს - ტრანსპორტისთვის კი სპეციალური გზის გაყვანა მიმდინარეობს

2017-09-04 10:09:11+04:00

ხულოს მუნიციპალიტეტში შავნაბადას მთაზე ხანძარი მასშტაბური არ არის, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში მეჩხერ ტყეში ხანძარი ადგილობრივება გუშინ საღამოს შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი, პოლიცია და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისათვის ხანძარსაწინააღმდეგო ტრანსპორტის გადასაადგილებლად, მთასთან მისასვლელი სპეციალური გზის გაყვანა მიმდინარეობს.