დამწვარი ლეიბები ქუჩაში - კადრები სასტუმრო "რუსთაველიდან", სადაც ხანძარი გაჩნდა - Palitra News

დამწვარი ლეიბები ქუჩაში - კადრები სასტუმრო "რუსთაველიდან", სადაც ხანძარი გაჩნდა

2017-08-31 14:00:17+04:00

რუსთაველის # 2-ში სასტუმრო “რუსთაველში” ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც “ინტერპრესნიუსს” სასტუმროს თანამშრომელმა ლია წიქარიშვილმა განუცხადა, ხანძარი სასტუმროს მეორე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა.იმ დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა. ცეცხლის გაჩენის შესახებ სასტუმროს ადმინისტრაციას გვერდითი ნომრიდან შეატყობინეს, რის შემდეგაც შენობაში მყოფ პირებს სასტუმრო დაატოვებინეს. ლია წიქარიშვილის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.