01:55
17 ოქტომბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
87,6%-ით გაზრდილი მოგება - რა შემოსავალი ჰქონდა "კრისტალბეთს" პანდემიურ 2020 წელს
30-08-2021

2020 წელი „კრისტალბეთმა“ 177 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, რაც 87,6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში, კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 363,292 მილიონი ლარი შეადგინა, ეს კი 39,6%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

ამასთან, 2020 წელს ფიზიკური კაზინოების მუშაობა ფაქტობრივად, შეჩერებული იყო, თუმცა ამას აზარტული თამაშების ბიზნესსა და მათ შემოსავალზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. მეტიც, გაიზარდა კომპანიების მოგებაც და შემოსავალიც.

გარდა ამისა, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში კომპანიის ჯამური აქტივები 167,964 მილიონი ლარი იყო, მაშინ როცა 2019 წელს 89,558 მილიონ ლარს შეადგენდა.

ცნობისათვის, შპს მარსი - 2015 წლის 5 მაისს დაფუძნდა. კომპანიის 51% ბვინ ჰოლდინგს (მალტა) ლიმითედს, 24% - ლევან ახვლედიანს, 10% - კნიაზ დასენს 5% - გიორგი ჩხეიძეს, 5% - კობა გიგლემიანს, ხოლო 5% - ვანო გიგლემიანს ეკუთვნის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები