სატვირთო მანქანა დაგორდა და 10-ზე მეტი ავტომობილი დააზიანა - მასშტაბური ავარია გლდანში - Palitra News

სატვირთო მანქანა დაგორდა და 10-ზე მეტი ავტომობილი დააზიანა - მასშტაბური ავარია გლდანში

2017-08-24 22:29:46+04:00

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გლდანში. არსებული ინფორმაციით, ხიზანიშვილის ქუჩაზე სატვირთო მანქანა დაგორდა და 10-ზე მეტი ავტომობილი დააზიანა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.ავარიის თვითმხილველი გახდა "ქართუ ჯგუფის" თანამშრომელი დეა შაფათავა, რომელიც ასე აღწერს გლდანში რამდენიმე წუთის წინ მომხდარ შემთხვევას:"სასწაული ავარია ვნახე გლდანი მოლთან: 7 მანქანა შეჯახებული, იმხელა მანძილზე იყო ავარია, თვალებს ვერ დავუჯერე; აქედან 2 დიდი ჯიპი, ერთი კამაზი და ერთიც შევარდნილი რაღაც ვიტრინაში, ყველა და ყველაფერი დალეწილი, ტოიოტას ჯიპი ასე თუ ილეწებოდა, არ წარმომედგინა, კამაზი მრგვალფარიან მერსედესს მძღოლის მხრიდან დაჯახებული, არ წარმომიდგენია ის მძღოლი რა დღეში ჩავარდებოდა და რა სტრესში იქნებოდა...კოშმარი მოკლედ. ვიტრინაში შევარდნილი მანქანა საპირისპირო მხრიდან აშკარად მართვას დაკარგავდა... ამ ხალხმა სათითაოდ კისერი უნდა მოიმტვრიოს რომ დინჯად და ცოტა ჭკუით ატარონ მანქანა და ამხელა სტრესი არ შექმნან ქალაქში??!!" - წერს შაფათავა.კომენტარებში წერენ, რომ სატვირთო მანქანა დაგორდა და დალეწა სხვა მანქანებიო. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

ფოტო: ირინა ჭყონია

იხილეთ: რას ყვებიან თვითმხილველები გლდანის ავარიაზე, სადაც დაგორებულმა ტრაილემა 20-მდე მანქანა დააზიანა - არიან დაშავებულებიც

"საჭმლის გულისთვის წამოვედი" - რა უთხრა პოლიციელებს მძღოლმა, რომლის სატვირთოს დაგორებამ გლდანში ავტომობილები დააზიანა