გაჩიანში, სოფელ ყარაჯალაში ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის დედის განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში, მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. როგორც მან პალიტრანიუსს განუცხადა, ექიმები ვერ ეუბნებიან, გამოვა თუ არა მისი შვილი კომიდან. როგორც დაშავებული მამაკაცის დედამ აღნიშნა, პოლიციამ ადამიანის ჯგუფურ ცემასა და ძალადობაში მონაწილე მხოლოდ ორი პირი დააკავა, დანარჩენი ათი კი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ოჯახის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, დროულად დააკავონ ყველა დამნაშავე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ირწმუნებიან, რომ მათ თავად გაუსწორდებიან. 22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე 42 წლის მამაკაცს, 15-ზე მეტი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.
რას ამბობს გაჩიანში გაუპატიურებული მამაკაცის დედა და როგორია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?