რას ამბობს გაჩიანში გაუპატიურებული მამაკაცის დედა და როგორია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - Palitra News

რას ამბობს გაჩიანში გაუპატიურებული მამაკაცის დედა და როგორია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

2017-08-24 14:07:01+04:00

გაჩიანში, სოფელ ყარაჯალაში ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის დედის განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში, მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. როგორც მან პალიტრანიუსს განუცხადა, ექიმები ვერ ეუბნებიან, გამოვა თუ არა მისი შვილი კომიდან. როგორც დაშავებული მამაკაცის დედამ აღნიშნა, პოლიციამ ადამიანის ჯგუფურ ცემასა და ძალადობაში მონაწილე მხოლოდ ორი პირი დააკავა, დანარჩენი ათი კი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ოჯახის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, დროულად დააკავონ ყველა დამნაშავე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ირწმუნებიან, რომ მათ თავად გაუსწორდებიან.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე 42 წლის მამაკაცს, 15-ზე მეტი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.

იხილეთ: გაჩიანში მომხდარი გაუპატიურების ახალი დეტალები: ძალადობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა მოძალადეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს

"ეს გოგო თვითონ ურეკავდა ჩემს შვილს და ეუბნეოდა, რომ მასთან ყოფნა უნდოდა" - გაჩიანში ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი მამაკაცის დედა

"რიგ-რიგობით 15 კაცი აწამებდა, 200-მდე კი ახლოს იდგა და ტელეფონებით იღებდა" - ძალადობის მსხვერპლის ძმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებთან ერთად მივიდა