ვერტმფრენი სტიქიის ზონაში: ახალი კადრები ბორჯომის ტყის ხანძრიდან - Palitra News

ვერტმფრენი სტიქიის ზონაში: ახალი კადრები ბორჯომის ტყის ხანძრიდან

2017-08-21 15:01:30+04:00

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს და ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.ხანძარი ბორჯომის ტყეში გუშინ გაჩნდა. რთული რელიეფური პირობების გამო ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენიც იყო ჩართული. ადგილზე სხვადასხვა რაიონიდან 200-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.