როგორი ამინდები გველის მომდევნო სამი დღის განმავლობაში? - Palitra News

როგორი ამინდები გველის მომდევნო სამი დღის განმავლობაში?

2017-08-19 18:07:38+04:00

მომდევნო სამი დღის განმავლობაში, 20, 21 და 22 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 34-39 გრადუსამდე იქნება. უნალექო ამინდებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 31-36 გრადუსამდე დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ამავე პერიოდში დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსი დაფიქსირდება.