კადრები უკომენტაროდ - რა ხდებოდა ადგილზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ ტერაქტი მოხდა - Palitra News

კადრები უკომენტაროდ - რა ხდებოდა ადგილზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ ტერაქტი მოხდა

2017-08-17 20:47:12+04:00

ბარსელონას ტურისტულ ცენტრში Las Ramblas-ზე სატვირთო ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა. . ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით როიტერსი იუწყება. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, პოლიცია 30-მდე დაშავებულის შესახებ იტყობინება. ძალოვანი უწყება თვითერის ვებგვერდზე აცხადებს , მომხდარი შესაძლოა ტერაქტს უკავშირდებოდეს. ესპანური მედიის ნაწილი კი 4 დაღუპულის შესახებ იუწყება.

!!! ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. ასევე, 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.