აქამდე კოსმოსსში არავის გამოუცხვია პური, თუმცა ახლო მომავალში ეს უკვე შესაძლებელი იქნება და კოსმონავტები შეძლებენ ახლადგამომცხვარი არომატული პურის მირთმევას. ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები ლავაშისმაგვარი პურებით იკვევებიან, რადგან ჩვეულებრივი პურის ნაფშვენების ელექტრულ სისტემაში, ვენტილაციის ფილტრებში ან თუნდაც ადამიანის სასუნთქ გზებში მოხვედრით ეკიპაჟს და მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ექმნება. გერმანელი ინჟინრებისა და მეცნიერების გუნდი მუშაობს ულტრათანამედროვე ღუმელის დამზადებაზე, რომელიც ორბიტაზე პურის გამოცხობის საშუალებას მოგვცემს. როგორც ამბობენ, მათი ვაკუუმის ღუმელის მეშვეობით ეკიპაჟის წევრები პირველად ისტორიაში შეძლებენ მიკროგრავიტაციაში გერმანული ფუნთუშების გამოცხობას. კომპანია თავისი მიზნის განსახორციელებლად საგანგებოდ დამზადებული ცომის გამოყენებას გეგმავს, რომელიც ვიზუალურად და გემოთი ჩვეულებრივი პურის მაგვარი იქნება, თუმცა არ დაიფშვენბა. პროექტის Bake In Space (გამოაცხვე კოსმოსში) დატესტვა 2018 წლისთვის იგეგმება. ის მიზანდ ისახავს ორბიტაზე მომუშავე ასტრონავტების პირობების გაუმჯობესებასა და კოსმოსური ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.