შინდისის ბრძოლა გმირობისა და თავდადების სიმბოლოა, - ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში შინდისის ბრძოლის 9 წლისთავთან დაკავშირებით. "შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ეს დღე მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შესაძლებელია გმირობისა და თავდადების სიმბოლოდ, სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად გადაიქცეს მომავალი თაობებისთვის. პატივს მივაგებ სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელ ხსოვნას“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.