პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა - ოლეგ ფაცაციასა და მალხაზ ღვინიაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა - Palitra News

პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა - ოლეგ ფაცაციასა და მალხაზ ღვინიაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

2017-08-11 16:25:46+04:00

პატიმრების არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს, ოლეგ ფაცაციასა და ციხის კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელ მალხაზ ღვინიაშვილს, იგივე "ლისის" პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. 6 პირის ვრალდების საქმეზე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ფაცაციას ყოფილი პატიმრის, აკაკი ოჩიგავას წამების ბრალი დაემატა, ხოლო ღვინიაშვილს, ასევე ყოფილი პატიმრის პაპუნა კვარაცხელიას წამებას ედავებიან. დანარჩენ ოთხ ბრალდებულს, ზაზა ხარაიშვილს, ნუგზარ მარღიას, დავით ნოზაძესა და დავით ჩიხლაძეს 2012 წლამდე ციხეში პატიმრების მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ედებათ ბრალად. საბრალდებო ეპიზოდებს შორის არის გლდანის ციხის ცნობილი ე.წ. კარანტინის დაშლა, რომელში მონაწილეობასაც დაკავებულებს ედავებიან. ექვსივე ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.