სად იმყოფება უპასპორტო სააკაშვილი ოჯახთან ერთად? - Palitra News

სად იმყოფება უპასპორტო სააკაშვილი ოჯახთან ერთად?

2017-08-11 10:09:47+04:00

საზღვრების კვეთა დოკუმენტაციის გარეშე - უპასპორტო მიხეილ სააკაშვილი ამჯერად უნგრეთში იმყოფება, სადაც ის ლიტვიდან ჩავიდა. ექს-პრეზიდენტი უმცროს ვაჟთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ოჯახთან ერთად უნგრეთში, ბალატონის ტბაზე იმყოფება.

სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს დაკარგა. ამის შემდეგ ის ჯერ შეერთებულ შტატებში გამოჩნდა, ამერიკიდან 4 აგვისტოს პოლონეთში ჩაფრინდა, შემდეგ კი ლიტვაში გადავიდა. სააკაშვილი აცხადებს რომ ევროპაში მოგზაურობას აპირებს.