გიორგი კვირიკაშვილის აზრით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს - Palitra News

გიორგი კვირიკაშვილის აზრით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს

2017-08-10 12:13:38+04:00

საქართველოს მთავრობა 2018 წლიდან უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს. შესაბამისი პოლიტიკური განაცხადი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ტურისტების რაოდენობის მატებასთან ერთად, გამოწვევებიც იზრდება და უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სტრუქტურის მუშაობა გაზრდილი გამოწვევების პირობებში. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს და მოქალაქეებს, ვინც მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.