რას ამბობს სახლის მეპატრონე, სადაც ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს - ერთ-ერთს სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი - Palitra News

რას ამბობს სახლის მეპატრონე, სადაც ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს - ერთ-ერთს სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი

2017-08-08 17:23:24+04:00

ბათუმში, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთის ცხედარს ძალადობის და წამების კვალი აღენიშნება.მას სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი. ასევე, დაზიანებები აღენიშნება ორივე თვალის არეში. გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ისინი ბათუმში თბილისიდან, დასასვენებლად იმყოფებოდნენ. მშობლები მათ 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ. სახლი, რომელიც მათ ნაქირავები ქონდათ, დაკეტილი დახვდათ. კარები ძალის გამოყენებით გატეხეს, შიგნით შესულებმა კი ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდების დაღუპვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.