"პოლიცილები რომ შევიდნენ, ამბობდნენ ნაწამები არიანო" - რას ამბობენ ბათუმში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე - Palitra News

"პოლიცილები რომ შევიდნენ, ამბობდნენ ნაწამები არიანო" - რას ამბობენ ბათუმში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე

2017-08-08 14:20:45+04:00

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდები ბათუმში დასასვენებლად თბილისიდან იყვნენ ჩასული და მათი ცხედრები მშობლებმა იპოვეს.

როგორც ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა განაცხადეს, მოზარდები ბათუმში დასასვენებლად რამდენიმე დღის ჩასულები იყვნენ, თუმცა ოთხი დღე არ გამოჩენილან, რის შემდეგაც ადგილზე მათი მშობლები ჩავიდნენ.მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.

იხილეთ: "რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ და ეხლა არკვევენ საქმესო" - რას ყვება ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდის მეგობარი, რომელმაც ის 4 დღის წინ ნახა

რას ამბობს სახლის მეპატრონე, სადაც ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს - ერთ-ერთს სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი