მთავრობის დადგენილებით, საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი დაწესებულებების ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი განისაზღვრა.პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გათვალისწინებით, 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ადმინისტრირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო შემდეგ - მუნიციპალიტეტები განახორციელებენ. პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება ფულად ჯარიმას გამოიწვევს.