მიხეილ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია - Palitra News

მიხეილ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია

2017-08-03 17:52:08+04:00

უკრაინამ აშშ-ს და სხვა ქვეყნებს შეატყობინა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია. აღნიშნულის შესახებ გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა უკრაინა“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.