ძლიერი ხანძარი თბილისში: მობილიზებული 150-ზე მეტი სახანძრო და სამაშველო ბრიგადა - დრამატული ღამის ქრონიკა - Palitra News

ძლიერი ხანძარი თბილისში: მობილიზებული 150-ზე მეტი სახანძრო და სამაშველო ბრიგადა - დრამატული ღამის ქრონიკა

2017-08-02 22:09:32+04:00

კახეთის გზატკეცილზე, მე-12 კილომეტრთან სტამბაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე კვლავ მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.ამ წუთებში სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ნაწილი რკინის კონსტრუქციების დაშლის სამუშაოებს აწარმოებს, რათა არ მოხდეს ხელახალი კერების გაჩენა.ტერიტორიაზე შევიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებენ. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა როგორც თანამშრომლები აღნიშნავენ, თავდაპირველად ცეცხლი იმ ტერიტორიას გაუჩნდა, სადაც საღებავები იყო განთავსებული.

ამავე თემაზე: როგორ გამოიყურება დამწვარი ტერიტორია, სადაც სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ

პირველი კადრები ადგილიდან: რა ხდება ამ წუთებში კახეთის გზატკეცილზე, სადაც ძლიერი ხანძარია