2017 წლის ივნისში, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 70 მლნ აშშ დოლარი იყიდა. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ივნისის თვის მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.5 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.1 პროცენტით გაუფასურდა. როგორც მიმოხილვაშია აღნიშული, აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 0.8 პროცენტით გამყარდა და 2.4274-დან 2.4072- მდე შეიცვალა.