06:17
24 აგვისტო, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
86 წლის მოხუცს ხელისუფლება დაემუქრა, რომ სოფელს გაანადგურებდა, მან კი სახლები მოხატა - ფერად სოფელს ახალა უამრავი ტურისტი სტუმრობს
05-06-2019

10 წლის წინ 86 წლის ჰუან იუნ ფუს ტაივანის ხელისუფლება დაემუქრა, რომ მის სოფელს გაანადგურებდა, რადგან დასახლებაში მოხუცის გარდა არავინ ცხოვრობდა და სოფლის ნაცვლად, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება სურდათ. მოხუცს ფულს სთავაზობდნენ, რათა სხვა სოფელში გადასახლებულიყო, თუმცა იუნ ფუ უარს ამბობდა. იუნ ფუ ჩინეთში დაიბადა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს მაო ძედუნის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ ნაციონალისტების პარტიის მხარეს იბრძოდა. ნაციონალისტების დამარცხების  შემდეგ, 2 მილიონამდე ადამიანი კუნძულ ტაივანზე გაიქცა , მათთვის სწრაფად ააშენეს სახლები, რომლებიც დროებითი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ოჯახების უმეტესობა იქ სამუდამოდ დაფუძნდა. დროთა განმავლობაში მოსახლეობის ნაწილი გარდაიცვალა, ზოგი კი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.

იუნ ფუმ თავი მარტოსულად იგრძნო და მიტოვებული სახლების მოხატვა დაიწყო. ერთ დღეს მოხატული სახლები გზაზე მიმავალმა სტუდენტმა დაინახა, რომელმაც სურათები გადაიო და ინტერნეტში გაავრცელა. მალევე ტურისტების  დიდი ინტერესი გაჩნდა სოფლის მიმართ. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ჰუან იუნ ფუ დღემდე ცხოვრობს თავის სოფელში, რომელსაც ყოველდღიურად ასობით ტურისტი სტუმრობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები