ბავშვთა სამყაროს დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, მალხაზ თევზაძემ გირაოს გადახდის შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს. გათავისუფლებულებს გლდანის ციხესთან ოჯახის წევრები დახვდნენ.თბილისის საქალაქო სასამართლომ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, 50 ათასლარიანი გირაო და ამავე სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გიორგი მაჭავარიანი და მალხაზ თევზაძე პროკურატურამ 27 ივლისს დააკავა.თბილისში, „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა.