"პატიმრობის კოდექსსა" და თანმდევ კანონებში ცოტა ხნის წინ ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც პატიმრებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, ასევე, დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობა ექნებათ; ამასთან, გათავისუფლებისთვის მომზადების, დაბალი რისკისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემათ.