იტალიური გამოცემა Il Sole 24 Ore-ს ინფორმაციით, Telecom Italia Mobile სან-მარინოს ხელისუფლებასთან შეთანხმების დადებას გეგმავს, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს, ახალი ტექნოლოგიის დატესტვა განახორციელოს, 2018 წელს კომერციულ ბრუნვაში გაშვების შესაძლებლობით.გამოცემა აღნიშნავს, რომ 5G სტანდარტის ტესტირება ამჟამად სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და აშშ-ში ხდება. Telecom Italia Mobile ახალი მობილური სტანდარტის დატესტვას მილანსა და ტურინშიც ახორციელებს, თუმცა სან-მარინოში ნაკლები საკანონმდებლო შეზღუდვებია რადიოსიხშირეების გამოყენებაზე.