რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მანქანა ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, მაგისტრალზე ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. კადრებს "ინფორუსთავი" ავრცელებს.