ახალგაზრდა რუსმა მეცნიერებმა კოსმოსური თანამგზავრი "Маяк"-ი შექმნეს. ორბიტაზე გასვლის შემდეგ, თანამგზავრი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდება, რომლის დანახვა ყველა ქალაქიდან იქნება შესაძლებელი.ორბიტაზე გასვლის შემდეგ, "Маяк"-ი მზის რეფლექტორს გახსნის, რომელიც დედამიწაზე გიგანტური "მზის ბაჭიების" გაშვებას დაიწყებს. დედამიწიდან ეს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ანთებას დაემსგავსება. რეფლექტორი სამმეტრიან წესიერ პირამიდას წარმოადგენს, რომელიც ამრეკლავი ლითონიზირებული ფირისგან შედგება და ადამიანის თმაზე 20-ჯერ უფრო თხელია.ორბიტაზე გასვლის დროს, რეფლექტორი თანამგზავრის შიგნით იქნება ჩაკეცილი, ორბიტაზე გასვლის შემდეგ კი გაიხსნება და პირამიდის ფორმას მიიღებს.