სკოლებში სექსუალური აღზრდის და გენდერული თემატიკის შეტანა გააპროტესტეს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, დემოკრატიული მოძრაობის წევრმა და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარემ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და საკითხის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. როგორც მათ განაცხადეს, აღნიშნული საკითხი მომავალი თაობისთვის საფრთხის შემცველს წარმოადგენს. 2017 წლის სექტემბრიდან მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასებში ახალი საგნის "მე და საზოგადოება" და განახლებული "ჩვენი საქართველოს" შემოტანა იგეგმება.