კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი "მანჩო ზუგდიდსკი" დააკავეს - Palitra News

კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი "მანჩო ზუგდიდსკი" დააკავეს

2017-06-29 15:44:20+04:00

კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა "კანონიერი ქურდი" "მანჩო ზუგდიდსკი" დააკავეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური იუწყება."სპეცსამსახურის ოპერმუშაკებმა კიევში "მანჩო ზუგდიდსკი" დააკავეს, რომელიც ადგილობრივ კრიმინალებთან გავლენათა სფეროების გადანაწილების განსახილველად ჩამოვიდა", - ნათქვამია განცხადებაში.2014 წლიდან "მანჩო ზუგდიდსკი" ოდესაში ცხოვრობდა და ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას უწევდა კოორდინირებას.როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, ამ მომენტისთვის კანონიერი ქურდი უკრაინის ტერიტორიიდან გააძევეს.