ჩრდილოეთ კორეა ყველაზე დახურული და საიდუმლო ქვეყანაა მსოფლიოში, ტურიზმი იქ შეზღუდულია და რაც შიგნით ხდება, ძირითადად ჟურნალისტები ან ქვეყნიდან გამოქცეული ადამიანები ყვებიან. რეალურად ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას დიდი ხანია დაავიწყდა თავისუფალი სიტყვის არსებობის შესახებ. ყველას, ვინც არსებულ რეჟიმს აკრიტიკებს, სამუდამო პატიმრობას უსჯიან... კორეის მოსახლეობა ვალდებულია კვირაში ექვსი დღე იმუშაოს, ერთადერთი დასვენების დღე კვირაა, ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ ოთხი ადგილობრივი არხის ყურებაა შესაძლებელი. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები შუქდება, მაგრამ რედაქტირებულად და გაფილტრულად. ქვეყანაში განსაკუთრებული "ფლეილისტია", რომელიც სახელმწიფოს მიერაა შედგენილი. დაშვებული სიმღერების უმეტესობა პატრიოტული ხასიათისაა. რეჟიმის მიერ აკრძალული მუსიკის მოსმენა და მითუმეტეს შესრულება, პატიმრობით ისჯება.ჩრდილოეთ კორეაში არჩევნები არ არსებობს, ბიულეტენებში მხოლოდ ერთი კანდიდატია და შედეგებიც მუდამ ას პროცენტიანი ლიდერობით სრულდება.