მეცნიერთა დასკვნით, ბანანის ყველაზე პოპულარულ ჯიშს "კავენდიშს", სრული გაქრობა ელის.ბანანის ხეებს ადამიანის დახმარების გარეშე, ბუნებრივად გამრავლება არ შეუძლია. ხელოვნური სელექციის მეთოდით, ისინი მხოლოდ ფესვის გადარგვით მრავლდება. შედეგად, ერთი ჯიშის ყველა ბანანის ხე გენეტიკურად იდენტურია. დაავადებას, რომელიც ერთ მცენარეს გაუჩნდება, შეუძლია, ყველა გაანადგუროს. ბანანისთვის განსაკუთრებით საშიშია fusarium-ის სოკო, რომელიც ნიადაგისა და წყლის საშუალებით მრავლდება. მის სპორებს პასიურ მდგომარეობაში შეუძლია, 30 წელი გაძლოს. სოკო მცენარეში ფესვებიდან აღწევს და კლავს მას. პირველად დაავადება 1910 წელს, პანამაში აღმოაჩინეს და პანამის დაავადება უწოდეს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაავადება გავრცელდა კოსტა-რიკაში, გვატემალაში, ეკვადორში და არსებული ბანანისა პლანტაციები გაანადგურა. ამჟამად „კავენდიშს“ ბანანის მსოფლიო ბაზრის 99% უკავია. „კავენდიშის“ ჯიშისთვის მალაიზიაში სოკოს ახალი სახეობა არსებობს, რომელიც უფრო სწრაფად მრავლდება და ანადგურებს ბანანს, ვიდრე fusarium oxysporum-ი. სისწრაფის გამო ამ სოკოს „ტროპიკული რბოლა 4“ უწოდეს. ამჟამად სოკო გავრცელებულია პაკისტანში, ფილიპინებში, ინდონეზიაში,აფრიკასა და ავსტრალიაში. ჯერჯერობით, მეცნიერებს სოკოსთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი არ აღმოუჩენიათ. დიდი ალბათობით, დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილის ჯიში მალე გადაშენდება.