თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ადგილობრივებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგეს.მათივე ინფორმაციით, ათამდე გასროლა განხორციელდა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ორი - 108-ე და 236 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.