ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. საჯარიმო ქვითარი დაჯარიმებულ პირს ფოსტით, მხოლოდ საშეღავათო პერიოდს არგამოყენების შემთხვევაში გაეგზავნება.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში, შეიმუშავა ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი.