საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დღეიდან იწყება და 29 ივნისს დასრულდება. რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.kids.org.ge. საზაფხულო ბაგა-ბაღების სია ვებ გვერდზე უკვე განთავსებულია. დედაქალაქში ივლისში 40 ბაღი იმუშავებს. საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.