მექსიკის რამდენიმე რეგიონს, თავს ტროპიკული შტორმი "კელვინი" დაატყდა. სტიქიამ წყალდიდობა გამოიწვია, რამაც დასახლებებს პრობლემები შეუქმნა. დაზიანებულია საავტომობილო გზები და ხიდები. მოსახლეობის ნაწილს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოსახლების დასახმარებლად და ზარალის შესამცირებლად ხელისუფლებას მყისიერი ზომების მიღება უწევს.