სათამაშო, რომელსაც შინაურ ცხოველთან თამაში, გართობა, ვარჯიში და თვალყურის დევნება შეუძლია - Palitra News

სათამაშო, რომელსაც შინაურ ცხოველთან თამაში, გართობა, ვარჯიში და თვალყურის დევნება შეუძლია

2017-06-12 18:28:57+04:00

ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან დიდი დროის გატარებას და სათანადო ყურადღების დათმობას. ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოიგონეს ინოვაციური სათამაშო ბურთი სახელად easyPlay, რომელსაც შეუძლია შინაურ ცხოველთან თამაში, მისი გართობა, ვარჯიში და თვალყურის დევნება. როგორც ამბობენ, მოწყობილობა სმარტფონით იმართება, რაც გაძლევთ საშუალებას ის დისტანციურად მართოთ სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, სახლში, სამსახურში თუ ქალაქგარეთ. სათამაშო ბურთი ერთდროულად აერთიანებს კამერასა და სპიკერს, რაც ასევე ხელს უწყობს პატრონისა და მისი მეგობარის კონტაქტს მთელი დღის განმავლობაში. შესაბამისად პატრონს შეუძლია ნებისმიერ დროს პირდაპირ რეჟიმში თვალყური ადევნოს თავის ცხოველს, ესაუბროს მას და წახალისების მიზნით საკვებიც კი მისცეს. easyPlay-ს აქვს რამდენიმე განყოფილება ძაღლის საკვებისთვის, რომლითაც პატრონს შეუძლია შინაური ცხოველის დისტანციურად დაჯილდოება სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით. გარდა ამისა, მოწყობილობის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თქვენს მეგობარს გადაუღოთ სურათები, ვიდეო და მომენტალურად გააზიაროთ სოციალურ ქსელში.