ალექსანდრე ჯეჯელავა მუხთარლის საქმეზე - ყველას მოვუწოდებთ, მეტი პატივისცემა გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავს - Palitra News

ალექსანდრე ჯეჯელავა მუხთარლის საქმეზე - ყველას მოვუწოდებთ, მეტი პატივისცემა გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავს

2017-06-10 14:31:53+04:00

ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ყველას მოუწოდებს, ცოტა უფრო მეტი პატივისცემა გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს. ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებული კომენტარისას განაცხადა. ჯეჯელავა გამორიცხავს საქართველოს რომელიმე უწყების მონაწილეობას რაიმე ფორმით მუხთარლის საქმეში.