"იყენებდა ქალებს კაცების მოსახიბლად, რომლებიც მსხვერპლს გაზით თიშავდნენ" - ქართული დაჯგუფების დანაშაულსა და მეთოდებზე ამერიკული გამოცემა წერს - Palitra News

"იყენებდა ქალებს კაცების მოსახიბლად, რომლებიც მსხვერპლს გაზით თიშავდნენ" - ქართული დაჯგუფების დანაშაულსა და მეთოდებზე ამერიკული გამოცემა წერს

2017-06-08 16:14:24+04:00

სასტიკი ძალადობის ისტორია - ასე უწოდებს ამერიკული გამოცემა რაჟდენ შულაიას დაჯგუფების წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. განსაკუთრებით შოკისმომგვრელი ბრალდება ეხება ქურდობის ფორმებს. როგორც LAS VEGAS JOURNAL წერს, დაჯგუფება იყენებდა ქალებს კაცების მოსახიბლად, რომლებიც მსხვერპლს გაზით თიშავდნენ და შემდეგ ძარცვავდნენ. ბრალდებები ასევე მოიცავს თაღლითობის, არალეგალურ აზარტულ თამაშებს, ტრეფიკინს, ქრთამის მიცემას, გამოძალვას, საკრედიტო ბარათების გაყალბებას. ყველაზე უცნაურ ბრალდებებს შორის არის შოკოლადის ქურდობა. სტატიაში გამოძიების ინფორმაციაზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ დაჯგუფებას ბრალად ედება გადასაზიდი ტვირთის ქურდობა, სადაც ინახებოდა 5 ტონა შოკოლადი. რაჟდენ შულაიას, დაჯფუფების სავარაუდო ხელმძღვანელს პროკურატურა აღწერს, როგორც „რუსული კრიმინალური მაფიის სათავეში მყოფ წევრს".

იხილეთ:

რას ამბობს აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენების მეგობარი? - facebook მიმართვა ნიუ-იორკიდან

ნიუ-იორკში დაკავებული ქართული დაჯგუფების ლიდერის პირველი განცხადება: "გასაგებია რა ბრალდებებიც წამიყენეს, მაგრამ გაუგებარია რატომ"