საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი 55 კილომეტრიანი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს. პროექტი, ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტირების ვადა 2017–2018 წლებია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.