საუკეთესო ავტობუსების გაჩერებების დიზაინი უკვე შემუშავებულია, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას შეგაყვარებთ - Palitra News

საუკეთესო ავტობუსების გაჩერებების დიზაინი უკვე შემუშავებულია, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას შეგაყვარებთ

2017-06-05 11:46:44+04:00

სინგაპურელი არქიტექტორების თქმით, ავტობუსის გაჩერებებზე წიგნების თაროების, ბაღის, ველოსიპედის პარკინგის და ტელეფონის დასატენად ჩამრთველების მოწყობა ლოდინს უფრო სასიამოვნოს გახდის. ავტობუსის ასეთი გაჩერებების დიზაინი სინგაპურის მთავრობამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად შეიმუშავა. გარდა იმისა, რომ გაჩერებებზე დაბეჭდილი წიგნები იქნება, მკითხველებს შეუძლიათ, სპეციალური კოდის მეშვეობით წიგნები და რუკები გადმოიწერონ, ამინდის პროგნოზი, სიახლეები და ადგილობრივი ღონისძიებების გრაფიკი შეამოწმონ. რაც მთავარია, გაჩერებებზე არსებული ტექნიკა მზის პანელების მეშვეობით იმუშავებს. ასეთი ტიპის ავტობუსის გაჩერებების პროექტი 2016 წლის სექტემბერში შეიქმნა, მიმდინარე წელს კი მთავრობა გადაწყვეტს, სად მოეწყოს მსგავსი გაჩერებები. მრავალფუქნციური და რეკრეაციული ავტობუსების გაჩერებები მოსახლეობას წაახალისებს, რომ საკუთარი ავტომობილების ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს.